“ქართული ოცნების” წევრი გივი მიქანაძე მაგნიტსკის სიის ავტორს ურჩევს, ტყუილა ნუ შეწუხდება სიების შედგენით.
მიქანაძე ამბობს, რომ ბროუდერის განცხადებით, ქვეყანაზე უფრო წინ მიხეილ სააკაშვილი დგას, რომელიც მმართველი გუნდის წევრის თქმით, განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებით არის დაკავებული.
“მე მოვუწოდებდი ამ ადამიანს, რომ თავს უხერხულობაში ნუ ჩაიგდებს მსგავსი განცხადებების გაკეთებით, იმიტომ, რომ მის იმიჯზე მოქმედებს ეს. ასევე ვეტყოდი, რომ ტყუილად ნუ შეწუხდება რაიმე სიების შედგენით, რადგან ეს ქვეყანა შენდება კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, ის სასამართლოს წინაშე წარსდგება. ბროუდერის განცხადებით, ქვეყანაზე უფრო წინ დგას მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი მიზანმიმართულად ახორციელებს საკუთარი ჯანმრთელობსი დაზიანებას. იმიტომ, რომ ის ხედავს, რომ მოატყუეს თავიანთმა თანაგუნდელებმა, დააპირდნენ რევოლუციას.