მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაპოროჟიეს ოლქში ოკუპანტებმა გაეროს მისიის წარმომადგენლები დაბომბეს

ზაპოროჟიეს ოლქში ოკუპანტებმა გაეროს მისიის წარმომადგენლები დაბომბეს

Published on

უკრაინაში რუსი ოკუპანტები ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისას გაეროს მისიის წარმომადგენლები დაბომბეს – უკრაინული მედიის ცნობით, ეს მოხდა ზაპოროჟიეს ოლქში, მიუხედავად რუსებთან წინასწარი შეთანხმებისა.

ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარიუხმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა: “„შეთანხმებული იყო, რომ არ იქნებოდა დაბომბვა, ეს ყველაფერი. მაგრამ, სამწუხაროდ, აგრესორის მხარემ, რომელიც დაპირდა, რომ არ გაისროდა, დღეს დილით გაეროს ჰუმანიტარული მისიაც კი დაბომბა”.

სტარუხის თქმით, რუსეთი აგრძელებს ომის ყველა წესის და საკუთარი რელიგიური მრწამსის იგნორირებას. მან რუსეთის ფედერაციას უწოდა „მართლმადიდებელი თალიბანი“, რომელსაც არ აინტერესებს ადამიანური ნორმები.

“რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაანონსა თუმცა არ შეასრულა. დღეს ზაპოროჟიეში გაეროს მისია ჩამოვიდა, რომელსაც აგრესორმა ცეცხლი გაუხსნა. ასევე ესროლეს ჰუმანიტარულ დახმარებას რომელიც მისიამ ჩამოიტანა. სამწუხაროდ ოკუპანტების სროლები გრძელდება. რუსების შედარება მხოლოდ თალიბანთან შეიძლება. თითქოს მორწმუნეები არიან, თუმცა ქრისტიანული დღესასწაულზეც ისვრიან მშვიდობიან მოქალაქეებს. ისინი ტერორისტები არიან”,- თქვა სტარიუხმა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...