რა უნდა ვიცოდეთ ომის 316-ე დღის ბოლოს

0
173

უკრაინელებმა ზუსტი საარტილერიო დარტყმებით რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობები გაანადგურეს. 

კერძო სამხედრო ჯგუფმა “ვაგნერმა” დაიწყო ჩეჩნეთის კოლონიებში მყოფი მსჯავრდებულების რეკრუტირება, რომლებიც, ძირითადად, პოლიტიკური მოტივით იყვნენ დაკავებულები – ცნობა უკრაინის დაზვერვას მიაწოდეს. 

მიხაილო პოდოლიაკმა “ცინიკური ხაფანგი” უწოდა რუსეთის პატრიარქ კირილის წინადადებას საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. 

რუსმა ოკუპანტებმა დღეს ისევ დაბომბეს ხერსონის ცენტრი, დაიჭრა 16 წლის ბიჭი. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთმა დაკარგა 

 Су-25, დამრტყმელი ვერტმფრენი Ка-52, ორი უპილოტო საფრენი აპარატი და 800-მდე სამხედრო პირი.

წინა სტატიამედვედევი თეთრ სახლს დარტყმით დაემუქრა
შემდეგი სტატიააშშ-მა უარყო რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია HIMARS-ის განადგურების შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური