მთავარისიახლეები4 იანვარს უნდა შევიკრიბოთ კანცელარიასთან მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის | ლევან ხაბეიშვილი

4 იანვარს უნდა შევიკრიბოთ კანცელარიასთან მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის | ლევან ხაბეიშვილი

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ხვალ 4 იანვარს 18:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან გაიმართება. მისივე თქმით, პროტესტის მონაწილეები შეიკრიბებიან შეკვეთილშიც, საიდანაც მსვლელობა იქნება ბიძინა ივანიშვილის სახლამდე.

ხაბეიშვილის თქმით, საქართველოს და ევროპას შორის ბარიერი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია, რომელიც 2023 წელს კრიმინალური რეჟიმთან ერთად უნდა დასრულდეს.

“მსოფლიოს მშვიდობის მტერი, ტერორისტი პუტინი და მისი რუსეთი გარდაუვალად დამარცხდება თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის, მებრძოლ ხალხთან უკრაინაში და ჩვენ და ჩვენ ამ გამარჯვების თანამონაწილეები უნდა ვიყოთ. საქართველოს გაერთიანება არის ისე ახლოს, როგორც არასდროს, მაგრამ მანამდე ჯერ შიდა მტერთან, რუს ოლიგარქთან მოგვიწევს გამკლავება, რათა მოვახერხოთ საქართველოს გათავისუფლება ამ ბოროტი ძალისგან. შესაბამისად დედაქალაქში ხვალ, 4 იანვარს 18:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის და მხარდასაჭერად უნდა შევიკრიბოთ სახელმწიფო კანცელარიასთან და ასევე შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ასევე 18:00 საათზე. ხვალ სახელმწიფო კანცელარიიდან გვექნება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის სახლთან. და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მთავარი ბოროტების წყარო საქართველოში, ჩვენსა და ევროპას შორის კარებში გაჩხერილი არის ბიძინა ივანიშვილი და 2023 წელს რუს ოლიგარქთან ერთად უნდა დავამთავროთ ეს კრიმინალური რეჟიმი” – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, 4 იანვრის გლობალური აქციების გამართვის ინიციატივით რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი გამოვიდა. ის და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებენ მივიდნენ მათ ქვეყნებში არსებულ საქართველოს საელჩოებთან და მოითხოვონ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების უფლება.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...