მთავარისიახლეებისაზოგადოება"ვერ ბედავს შეწყალებაზე გადაწყვეტილების მიღებას, ვერც ასე, ვერც ისე" - მდინარაძე ზურაბიშვილზე

“ვერ ბედავს შეწყალებაზე გადაწყვეტილების მიღებას, ვერც ასე, ვერც ისე” – მდინარაძე ზურაბიშვილზე

Published on

“ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ვერცერთ გადაწყვეტილებას “ვერ ბედავს”.

ამის შესახებ მდინარაძემ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ პრეზიდენტი “ორ ცეცხლს შუა არის”. მისი თქმით, ზურაბიშვილი კატეგორიულად ვერ ამბობს შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, რადგან მას “ეშინია საზოგადოების რეაქციის”, მეორეს მხრივ კი მას აქვს გარკვეული ზეწოლა “შეიძლება ქვეყნის გარედანაც, მათ შორის ე.წ. ლობისტების თუ დავალების მიმცემების” მხრიდან.

“გამოდის თავად ადამიანი, თან უწოდებს ჭორს და თან თავადვე, აბსოლუტურად განსხვავებულ განცხადებას აკეთებს, ვიდრე გააკეთა შარშან. ამ ჭორს, თუ მართლა ასეთი ჭორი ვრცელდება, თვითონ აძლევს საფუძველს, თვითონ აგიზგიზებს ამ ცეცხლს. იქიდან გამომდინარე, რომ თუ ის გამოვიდოდა დღეს, გაბედავდა ერთ მხარეს და იტყოდა – “არა და არასდროს, მე ეს ვთქვი და არ ვაპირებ ეს სიტყვები გადავთქვა”, მაგრამ არც დაუშვა და არც გამორიცხა, როცა ამის დრო მოვა და გარკვეული მინიშნებები გაუშვა.

იმ შემთხვევაში, თუ გინდა, ეს ჭორი არ ვრცელდებოდეს და ამ ჭორის ჩაკეტვა გინდა, ამ შემთხვევაში, აუცილებლად იტყვი – “არა და არასდროს, მე ვთქვი და ვიმეორებ იმავეს”, მაგრამ რადგან ეს არ თქვა, ანუ ჭორის, თუ ასეთი ვრცელდება, გავრცელებას თავად შეუწყო ხელი. თუ გნებავთ, ტესტი დავარქვათ, მე არ დავარქმევდი, მე რეალობას მოვყვებოდი, როგორც ვაკეთებ ახლა და ამის დიაგნოზი არის ის, რომ ეს ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ვერ ბედავს გადაწყვეტილების მიღებას ვერც ასე, ვერც ისე. ვერცერთ პოზიციას კატეგორიულად ვერ აფიქსირებს, ფაქტი ეს არის”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ “იმედის” ეთერში აქციის მონაწილეების მიმართ სალომე ზურაბიშვილის მიმართვაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ზურაბიშვილის “გაღიზიანება მოულოდნელი იყო”, მისივე სიტყვებით, “შეიძლება ჩვეულებრივ ურთიერთობაში ეს ვიღაცამ თქვას და იკადროს, მაგრამ პრეზიდენტმა ასე ნამდვილად არ უნდა მიმართოს ხალხს”.

ცნობისთვის, დღეს, 28 დეკემბერს ორბელიანის სასახლესთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს. აქციის მონაწილეებთან ზურაბიშვილი გავიდა და მათ მიმართა: “აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, სად იყვნენ ისინი 2007-ში? ან მიშას შტაბში იყვნენ, ან “ქართუ ბანკში” მოკალათებული”.

მოგვიანებით, ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგიც გამართა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. შეიწყალებს თუ არა ის მიხეილ სააკაშვილს – ამ კითხვაზე ზურაბიშვილმა კონკრეტული პასუხი არც ამჯერად გასცა და თქვა: “მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა” – ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...