მთავარისიახლეებისაზოგადოებაროცა მაღალჩინოსნებს ბიუჯეტის ფული სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ, მე ფეხბურთით გამოვიმუშავებდი მილიონებს და...

როცა მაღალჩინოსნებს ბიუჯეტის ფული სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ, მე ფეხბურთით გამოვიმუშავებდი მილიონებს და საქართველოში ჩამომქონდა – კალაძე ოპოზიციას

Published on

თქვენი მაღალჩინოსნები ბიუჯეტს ძარცვავდნენ და ფული სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ, კახა კალაძე კი იტალიაში ფეხბურთით გამოიმუშავებდა მილიონებს და საქართველოში ჩამოჰქონდა, – ამ სიტყვებით დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატს, ლილე ლიპარტელიანს უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში როდესაც კარგი საქმე კეთდებოდა, ამაზე ყოველთვის ღიად საუბრობდა.

კახა კალაძის თქმით, ფეხბურთელობისა და იტალიაში ცხოვრების დროს ცდილობდა, გამომუშავებული ფული საქართველოში დაებანდებინა და ქვეყანაში დოვლათი შეექმნა.

„ყოველთვის ვამბობდი და ახლაც იმავე პოზიციაზე ვარ – ყოველთვის მიხაროდა, როცა ქვეყანაში კარგი რამ კეთდებოდა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო ხელისუფლებაში. თქვენგან განსხვავებით, მე ეს მიხაროდა, რადგან ჩემს ქვეყანაში და ჩემი ხალხისთვის კეთდებოდა. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიმაღლებდი ხმას იმაზე, რაც არ მომწონდა. ვიყავი და ვარ თავისუფალი ადამიანი, ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი და რაც კარგი კეთდებოდა, ამაზე ღიად ვსაუბრობდი. მე ვცხოვრობდი იტალიაში. ყველანაირ საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებდი – ჟურნალისტებთან ურთიერთობა იქნებოდა, თუ ჩემი პირადი ინვესტიციები. თქვენი ხელისუფლების პირობებში, მაღალჩინოსნები ბიუჯეტს ძარცვავდნენ და ფული სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ, კახა კალაძე კი იტალიაში ფეხბურთით გამოიმუშავებდა მილიონებს და საქართველოში ჩამოჰქონდა, რომ აქ დამებანდებინა, ხალხი დამესაქმებინა და ჩემს ქვეყანაში დოვლათი შემექმნა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტისა და მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

სიახლეები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...