მთავარისიახლეებირატომ აეკრძალა მიხეილ სააკაშვილს წერილების გაგზავნა - ადვოკატი პენიტენციურისგან განმარტებებს ითხოვს

რატომ აეკრძალა მიხეილ სააკაშვილს წერილების გაგზავნა – ადვოკატი პენიტენციურისგან განმარტებებს ითხოვს

Published on

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი განმარტებებს ითხოვს, რატომ აუკრძალეს მესამე პრეზიდენტს წერილების გაგზავნა. შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა ვივამედში მიხეილ სააკაშვილთან ცოტა ხნის წინ მივიდა.

უფლება დამცველი ასევე ითხოვს, რომ დროულად გაიმართოს პროცესები და დაიკითხონ ის ქართველი და უცხოელი ექიმები, რომელთა შეფასების საფუძველზეც მომზადდა დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

“ჩვენ გვინდა, რომ ამერიკელი ექსპერტები მოვილიოთ, იქნებ ახალ წლამდე ეს მოესწროს და სასამართლომ გაიზიაროს ჩვენი თხოვნა. იმიტომ რომ დანარჩენ ექსპერტებთან მიმართებაში, არის ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიკითხოს, მათ შორის ინგლისელი ექსპერტი. დანარჩენი, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვაქვეყნოთ კიდეც ეს ჩვენებები, ამიტომ გვექნება სასამართლოსთვის თხოვნა, რომ იქნებ ახალ წლამდე 2 პროცესი მაინც ჩაინიშნოს. ახალი წლის მერე კიდე 2-3 პროცესი და ამით დამთავრდეს ეს. გუშინ წერილი გავაგზავნე პენიტენციურ სამსახურში, ზუსტად მაგ შეკითხვით… შაბათ-კვირას ადვოკატი არ შეუშვეს, რაც ამდენი ხანი არ ყოფილა და წერილები არ არის სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი, ამ ყველაფერს აქვს თავისი წესები, ნორმები, ისიც გაურკვეველია ამდენი ხანი სატელეფონო საუბრის საშუალება რატომ არ აქვს ამ ადამიანს”, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, გუშინ 26 დეკემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს წერილების გამოტანის უფლება შეუზღუდეს. ამ დრომდე პენიტენციურ სამსახურს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს – სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე სასამართლო 29 დეკემბერს იმსჯელებს.

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...