მთავარისიახლეებისაზოგადოებაერთკაციანი არჩევნები თსუ-ში - რექტორი ჯაბა სამუშია გახდა

ერთკაციანი არჩევნები თსუ-ში – რექტორი ჯაბა სამუშია გახდა

Published on

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და არასრულმა პროფესურამ რექტორად ჯაბა სამუშია აირჩია. ის ერთადერთი იყო, რომელიც კონკურში მონაწილეობდა.

არჩევნებზე საბჭოს 38 წევრიდან 32 გამოცხადდა, 2 ხმა გაბათილდა, შესაბამიდან 30 ხმით, ერთკაციან არჩევნებში ჯაბა სამუშიამ გაიმარჯვა.

მანამდე, ჯაბა სამუშია აკადემიურმა საბჭომ აირჩია რექტორის მოვალეობის შემსრულებლად. მაშინაც ის ერთადერთი იყო, ვინც პოსტის დაკავების სურვილი გამოთქვა.

არჩევნები პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. “მაისის სტუდენტური მოძრაობა” რექტორის არჩევის წესს აპროტესტებს და ამბობს, რომ ის არადემოკრატიულია. სტუდენტებმა გუშინ იმ აუდიტორიის კარის გადაკეტვა სცადეს, სადაც არჩევნები უნდა ჩაატარონ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

შეგახსენებთ, გიორგი შარვაშიძემ 7 ოქტომბერს აკადემიურ საბჭოს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. შარვაშიძე, რომ რექტორის პოსტის დატოვებას გეგმავდა და მის შემცვლელად სამუშია მოიაზრებოდა, ინფორმაცია პირველად “მთავარმა არხმა” 6 ოქტომბერს გაავრცელა, თუმცა სამუშიამ მაშინ ყველაფერი უარყო. 13 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ სამუშია ერთადერთია, რომელმაც რექტორობაზე განაცხადი შეიტანა.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...