“არ მოკლა პრეზიდენტი” – აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს სახლთან მივიდნენ

0
220

პრეზიდენტის სახლთან სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. მათ გუშინდელი ღამე ადგილზე გაათენეს. პროტესტის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას ელოდებიან.

აქციის მონაწილეები რამდენიმე დღეა ორბელიანების სასახლესთან იკრიბებიან მოთხოვნით – “არ მოკლა პრეზიდენტი”.

პრეზიდენტის სახლთან მობილიზებულია პოლიციაც.

“ჩვენ ვიყავით ორი დღე პრეზიდენტის სასახლესთან, პოლიცია არ გვაძლევდა სკამის შემოტანის უფლებას, რომ ღამის 3 საათზე, მინუს გრადუს სიცივეში დავმჯდარიყავით. დღეს მოვედით სახლთან, რომ შევაწუხოთ ახლოს, მაგრამ არ გვიშვებს პოლიცია, ხედავთ რამხელა კორდონია”, – თქვა აქტივისტმა, ნიკა ნარსიამ.

აქციის მონაწილეები მოქალაქეებს მოუწოდებენ 6 საათზე რეზიდენციასთან აქციას შეუერთდნენ.

წინა სტატიაოკუპანტები უკრაინელებისგან ტოკმაკის მიმართულებაზე ორგანიზებულ შეტევას ელოდებიან
შემდეგი სტატიაქუთაისის საკრებულოში ენმ-ის დეპუტატებმა ბოიკოტი გამოაცხადეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური