“პუტინმა გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება” – სააკაშვილის წერილი რუს უფლებადამცველს

0
191

“მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხის საავადმყოფოდან!” – რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა გაავრცელა წერილი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდნეტმა, მიხიელ სააკაშვილმა მისწერა.

გთავაზობთ წერილის ტექსტს უცვლელად:

„ძვირფასო მარკ, გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს. თქვენი დიდიხნის გულშემატკივარი ვარ და ახლაც რეგულარულად გიყურებთ. პუტინმა მართლა გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება. ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა დანამდვილებით დაადგინეს, რომ მე ციხეში ვიყავი მოწამლული და ამან გამოიწვია ყველა ჩემი სიმპტომი. ვცდილობ გავუძლო. წარმატებები თქვენ თქვენს კეთილშობილ საქმეში”, – წერია წერილში

წინა სტატიასათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები უწესდება – რა იცვლება კანონში
შემდეგი სტატიარუსეთში, კემეროვოში, მოხუცთა თავშესაფარი დაიწვა – დაიღუპა 20 ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური