ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა – ექიმი

0
354

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის, გიორგი ჯავახაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.

როგორც სასწრაფო დახმარების ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პაციენტის ჯანმრთელობის მონიტორინგი 24-საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჩაწერილ გუშინდელი დღის მონაცემებს მოგახსენებთ. 24-საათის განმავლობაში, ოთხჯერადად, მოშიმშილე პაციენტის მონიტორინგი მიმდინარეობდა. მოცემულ ეტაპზე, ვიტალური და ჰემოდინამიკური პარამეტრები საშუალო სიმძიმისაა. პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსი კვალიფიცირდა, როგორც მძიმე“, – განაცხადა გიორგი ჯავახაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. დღეს მისი შიმშილობის მე-10 დღეა. 

წინა სტატიარუსეთმა ირანისგან ახალი პარტია – 1.700 Shaheed შეიძინა – უკრაინის დაზვერვა
შემდეგი სტატიარა ხდებოდა დღეს ხერსონში – მძიმე დღის ქრონიკა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური