თუ დავრწმუნდებით, რომ პროცესები განზრახ უსაშველოდ იწელება, მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება – მელია

0
203

ენმ-ს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების სასამართლო პროცესების ხელოვნურად გაწელვის განზრახვა ჩანს. ნიკა მელიას თქმით, თუ პროცესები უსაშველოდ გაიწელება, პარტია კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

“ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, ეს სასამართლო პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩანს განზრახვა პროცესის დროში ხელოვნურად გაწელვისა. თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ეს იქნება დროში გაწელილი, ესეც შეიძლება იყოს საბედისწერო. ტექნიკურად, პროცესების წლის ბოლომდე დასრულდება შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში თუ დავრწმუნდებით, რომ პროცესები განზრახ უსაშველოდ იწელება, მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება” განაცხადა მელიამ.

 

წინა სტატიადიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს
შემდეგი სტატიასწრაფად პროგრესირებადი დემენცია – მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი ცნობილია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური