მოსკოვის არანორმალური რეაქცია ზელენსკის ვიზიტზე აშშ-ში – სოლოვიომა ზედმეტი დალია

0
279

რუსეთის პირველი ოფიციალური რეაქცია ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტსა და ბაიდენთან შეხვედრაზე, რუსეთის ელჩმა აშშ-ში, ანატოლი ანტონოვმა გააჟღერა:

მისი თქმით, ზელენსკის ვიზიტმა აჩვენა, რომ „არც უკრაინა და არც შეერთებული შტატები არ არიან მზად რუსეთთან მშვიდობისთვის“.

მან დაადანაშაულა შეერთებული შტატები “უკრაინაში პროვოკაციულ ქმედებებში, რამაც იმგვარი ესკალაცია შეიძლება გამოიწვიოს, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია”.

ამავე დროს, რუს პროპაგანდის ვლადიმირ სოლოვიოვს ამ წარმატებული ვიზიტის ფონზე, აშკარად, ალკოჰოლის მეტი დოზა მოუვიდა და განაცხადა, რომ თეთრ სახლში შეხვედრაზე მყოფი უკრაინის საგარეო-საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას New balance-ის სპორტულ ფეხსაცმელზე , რომელსაც ”N” აწერია და სალავიოვი ამოყირავებულად უყურებს, ამბობს რომ იქ რუსეთის უკრაინასთან ომის მთავარი სიმბოლო “Z”აღნიშვნაზეა აქცენტი გაკეთებული. ამას გარდა, “ჭკვიანი პროპაგანდისტი” კიდევ უფრო შორს წავიდა და ბაიდენის ზოლებიან ყვითელ ჰალსტუხს გეორგიევსკის ლენტის იმიტაცია უწოდა…

წინა სტატიათუ უკრაინას ყირიმში არ დავეხმარებით, ამ კონფლიქტის შემდეგ ფაზას მივიღებთ – ბენ ჰოჯესი
შემდეგი სტატიაზელენსკის განცხადებას ფასი არ აქვს, სანდუმ მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს – კობახიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური