ჯო ბაიდენი უკრაინისთვის 1.8 მილიარდიან დახმარებას გამოყოფს

0
183

ჯო ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინისთვის 1.8 მილიარდიანი დახმარება, რომელიც Patriot-ის სისტემასაც მოიცავს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ სისტემის გამოყენებისთვის წვრთნებს გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა ეს რაკეტები იქნება “კრიტიკული აქტივი” უკრაინის თავდაცვისთვის.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ბაიდენმა მადლობა გადაუხადა კონგრესის წევრებს უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერისთვის.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა უკრაინას მხარს დაუჭერს, მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის მიწოდებაზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმაც ისაუბრა, მისი თქმით, ის ყველაზე მეტად გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას და უკრაინისთვის უსაფრთხო საჰაერო სივრცეს შექმნის.

გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ USAID უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 364 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს.

ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში 21 დეკემბერს ჩავიდა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ ბაიდენს, მოგვიანებით კი კონგრესის წინაშე წარსდგება. ომის დაწყების დღიდან დღემდე, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ზელენსკიმ ქვეყანა დატოვა

წინა სტატიაჩვენ აღვნიშნავთ შობას და ელექტროენერგია რომც არ იყოს, ჩვენი რწმენის შუქი არ ჩაქრება – ზელენსკი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად ერთვება – ფოტო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური