რუსეთის სახელმწიფო მედია TASS ამბობს, რომ რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ყოფილი ვიცე-პრემიერი, ოთხშაბათს აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის დაბომბვის შედეგად დაიჭრა.
მედიას მისმა თანაშემწემ უთხრა, რომ დიმიტრი როგოზინი, რომელიც ახლა რუსი სამხედროების მოხალისეების გუნდს ხელმძღვანელობს დონბასის რეგიონში, ზურგში დაჭრეს და კლინიკაშია გადაყვანილი.
მისივე თქმით, დონეცკში მისი სასტუმრო დაბომბეს.
“მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ჩანს ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა”, – თქვა თანაშემწემ.
მედია ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.