ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტშია – რა ხდება ომის მე-300-ე დღეს უკრაინაში

0
243

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა. ვიზიტი წინასწარ არ დაანონსებულა. უკრაინის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ინფორმაციას ადაასტურებენ და ამბობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის წინახაზზე, პოზიციებზე გავიდა, მებრძოლები დააჯილდოვა და მათთან ერთად ისაუზმა. 

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ომის მე-300 დღეს უკრაინელებმა შეძლეს ოკუპანტების იძულება, უკან დაეხიათ ბახმუტიდან დაახლოებით 700 მეტრით, აღმოსავლეთის მხრიდან. 

ამავე დროს, უკრაინული მედია მელიტოპოლში რუსულ სამხედრო ბაზებზე აფეთქების შესახებ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ორი აფეთქება სწორედ იქ მოხდა, სადაც რუსული სამხედრო ბაზები იყო დისლოცირებული. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება. 

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რომ მელიტოპოლის მიმართულებით ქართველ პარტიზანთა ჯგუფი მუშაობს, მათ ასევე ჰყავთ ქარველი კურატორი.

წინა სტატიაკიდე გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვეღარ წარმომიდგენია – მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
შემდეგი სტატიასააკაშვილის სიცოცხლეზე გაივლო გამყოფი ხაზი ისტორიულ სიბნელესა და ისტორიულ სინათლეს შორის – ნიკა გვარამია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური