თუ კადრები დროულად არ გამოდმოგვეცემა, პროკურატურას მივმართავთ – სააკაშვილის ადვოკატი

0
211

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულებას აგვიანებს. საუბარი ადვოკატებისთის ბრალდებული პრეზიდენტის ვიდეოკადრების გადაცემაზე.

სააკაშილის ადვოკატი ამბობს, რომ თუკი პენიტენციური სამსახური მას კადრებს არ გადასცემს, საჩივრით პროკურატურას მიმართავს.

ჩვენ მივმართეთ ახლა განცხადებით პენიტენციურ სამსახურს, რომელიც, როგორც ირკვევა, არ ასრულებს არათუ თავის ფუნქციებს, მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, აღსრულებაზეც ამბობს უარს. პირველი, გავიდა უკვე რამდენიმე დღე პროცესის შემდეგ, 9 დეკემბერს იყოს პროცესი, მოგეხსენებათ, დღემდე არ გადმოგვცემია ეს კადრები. უკვე მეორეჯერ მოვდივარ და ვითხოვ ამ კადრების გადმოცემას. თანამშრომლებიც კი არ ჩამოდიან. ე.ი. აბსოლუტურად ჩამოშლილი სამსახურია. გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის საქმით. თუ ჩვენ კადრები არ გადმოგვეცემა, პირველი: მივმართავთ პროკურატურას, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე და ევიტან სარჩელს, თუ რამე ქონებები გააჩნია, დავუყადაღებ აბსოლუტურად ყველაფერს, – თქვა ხაჭპურიძემ.

წინა სტატიაპარლამენტში მოშიმშილე ანი წითლიძე შეუძლოდაა
შემდეგი სტატიასააკაშვილის გამოგზავნა სპეცოპერაცია იყო, ავტორებმა უზრუნველყვეს ზელენსკის განცხადებაც – მდინარაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური