რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, ბოროტებაა – ვოლოდიმირ ზელენსკი [video]

0
397
ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ, საზღვარგარეთ გადაყვანას სთხოვს:
“მინდა მივმართო ჩვენს მეგობრებს და მოაზროვნე, წინდახედულ ადამიანებს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ყველამ ნახეთ, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა.
მივმართავ ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინეთ გულმოწყალეობა, განსაკუთრებით, ამ მძიმე დროს. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, ბოროტებაა. ეს საქართველოს არ შველის. ეს უნდა შეჩერდეს.
ძალიან გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს დაიცავს. გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში. ზუსტად ახლა არის დრო, რომ კეთილი საქმე გააკეთოთ. დიდება უკრაინას!”, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში. 
წინა სტატიაპუტინი მინსკში ჩავიდა – გასაიდუმლოების მიზნით, ჰაერში ერთდროულად სამი სამთავრობო თვითმფრინავი იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაპუტინმა კვლავ ვერ დაარწმუნა ლუკაშენკო ომში ჩაერთოს – ISW
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური