პუტინმა კვლავ ვერ დაარწმუნა ლუკაშენკო ომში ჩაერთოს – ISW

0
212

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ შემაჯამებენ ანალიზში ვარაუდობს, რომ ორშაბათს რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა კვლავ ვერ დაარწმუნა ბელარუსის პრეზიდენტი, რომ უკრაინაში ომში ჩაერთოს

“ISW კვლავაც თვლის, რომ ბელარუსის შესვლა უკრაინასთან პუტინის ომში ნაკლებად სავარაუდოა. ის ფაქტი, რომ პუტინმა, როგორც ჩანს, მიიღო ლუკაშენკოს [საჯარო] თეზისები, მათ გამოსწორებაში ლუკაშენკოს დარწმუნების გარეშე, ირიბად ადასტურებს ამ შეფასებას”, – წერენ ანალიტიკოსები.

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ კრემლი ცდილობს დამალოს პუტინის უპირველესი განზრახვა, მოახდინოს ზეწოლა ლუკაშენკპზე, რათა მისგან შემდგომი დათმობები მიიღოს ბელარუსის რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ISW-ს ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პუტინის განცხადება მინსკში, რომ რუსეთი არაა დაინტერესებული ვინმეს შთანთქმით, ბელარუსს მოიაზრებს – “ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც 16 დეკემბერს ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბელარუსის დამოუკიდებლობა და სრული სუვერენიტეტი”.

წინა სტატიარაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, ბოროტებაა – ვოლოდიმირ ზელენსკი [video]
შემდეგი სტატიაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური