ბრიტანეთმა უკრაინას 286 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

0
180

ბრიტანეთმა უკრაინას 286 მილიონი ევროს ღირებულების (250 ფუნტი) სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.

ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საარტილერიო საბრძოლო მასალის მუდმივ ნაკადს უზრუნველყოფს 2023 წლის განმავლობაში.

სუნაკი მოუწოდებს ლიდერებს მხარი დაუჭირონ ან გაზარდონ უკრაინის მხარდაჭერა 2023 წელს. ამასთან, რუსული სრულმასშტაბიანი შეტევის დაწყებიდან, ბრიტანეთმა უკრაინაში 125 საზენიტო იარაღი და 100 000-ზე მეტი საბრძოლო მასალა გაგზავნა.

წინა სტატიაზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიაპირველი თვითონ იყო, ვინც ეჭვი მიიტანა, რომ ნამდვილად მოწამვლაა – გიული ალასანია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური