პუტინი მზად არის, უკრაინაში ხანგრძილი ომისა და შეტევებისთვის – სტოლტენბერგი

0
182

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება, ამიტომ ალიანსმა კიევის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს, მანამ სანამ პუტინი არ გააცნობიერებს, რომ “ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს”.

“რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ ომს. ვხედავთ, რომ ისინი ახდენენ დამატებითი ძალების მობილიზებას, ისინი ცდილობენ, გაწირონ მეტი ადამიანი და მიიღონ მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის, ამ ომში დიდი ხნით იყოს და დაიწყოს ახალი შეტევები”, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, თუმცა ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება. მისივე თქმით, ამის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზა სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფაა.

წინა სტატიაროდის გადაიყვანთ პატიმარ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში? – ბერაია ბრეგაძეს
შემდეგი სტატიარუსეთმა უკრაინაში 449 ბავშვი მოკლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური