“მკვლელო” – ხაბეიშვილი ბრეგაძის დასახვედრად პარლამენტში საპროტესტო ბანერით მივიდა

0
173

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი დღეს პარლამენტში საპროტესტო ბანერით “მკვლელო” მივიდა. მას თან ჰქონდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფოტო, რომელიც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული დამონტაჟებული კადრებიდანაა ამოღებული.

თავდაპირველად პარლამენტის დაცვა მას შენობაში არ უშვებდა.

ამ ფორმით ხაბეიშვილს სურს საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს დახვდეს, რომელიც დღეს წლიური ანგარიშით წარსდგება.

ჯერ უცნობია “ნაციონალური მოძრაობა” სხდომას დაესწრება თუ არა. პარტიის 4 დეპუტატში შენობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

წინა სტატიაშიმშილობა ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, რომ უფრო მეტად არ ითანამშრომლოს ექიმებთან – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაენმ ბათუმის საკრებულოს სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური