მალე წარდგებით მართლმსაჯულების წინაშე სისხლის სამართლის საქმეზე სააკაშვილი-ბრეგაძე | დეკანოიძე მინისტრს

0
168

საქართველოს პარლამენტში, რატი ბრეგაძის “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლის დაწყებამდე ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ კოლეგებს მიმართა და ღიად თქვა, რომ ბრეგაძე სისხლის სამართლის პირდაპირი დამნაშავეა და გამოცხადებული აქვს მესამე პრეზიდენტის მიმართ, სიკვდილის ქრონიკა.

დეკანოიძემ თქვა, რომ ბრეგაძის ადგილი დღეს არა პარლამენტში, არამედ პროკურატურაშია

“ბატონო რატი, მე დარწმუნებული ვარ, თქვენ წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე ძალიან მალე, და ძალიან ბევრი ის ადამიანი, მათ შორის სანქციებით, მათ შორის იქნები გამოძიების უშუალო ობიექტი სისხლის სამართლის საქმეში სააკაშვილი-რატი ბრეგაძე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”,- თქვა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის გამოსვლას პარლამენტში “ოცნების” დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი სხდომათა დარბაზი დატოვა.

წინა სტატია“ნუ კლავთ” – ენმ რატი ბრეგაძეს პარლამენტში პროტესტით დახვდა
შემდეგი სტატიარუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური