ბატონი სააკაშვილის მდგომარეობა მთავრობის პასუხისმგებლობაა – ნიდერლანდების ელჩი

0
170

ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, მააიკე ვან კოლდამი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია, ხოლო ნიდერლანდები ყურადღებით აკვირდება მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი სააკაშვილის უფლებებს პატივი სცენ, მისი როგორც დაკავებულისა და მოპასუხის უფლებებს. ეს უფლებები ნიშნავს: ჯანმრთელობის სათანადო დაცვას, კონფიდენციალურობის უფლებასა და სამართლიან სასამართლოს. მისი მდგომარეობა არის მთავრობის პასუხისმგებლობა. მინდა, აღვნიშნო მოქმედი სახალხო დამცველის მიერ 15 დეკემბერს გაკეთებული განცხადება გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით. ასე რომ, ყურადღებით ვაკვირდებით და მონიტორინგს ვუწევთ ყველაფერს”,- ამბობს მააიკე ვან კოლდამი. [“ფორმულა”]

შეგახსენებთ, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით” ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა “იმედის” ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების “სწორად ინფორმირება” იყო.

აღსანიშნავია, რომ მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძე კადრების უნებართვოდ გავრცელების გამო დღეს პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.

 

წინა სტატიადღეს ბახმუტი ჯოჯოხეთთან ასოცირდება – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიამისი შთამომავლები ივლიან მკვლელი და მოაღალატე მამის სახელით – წითლიძე ბრეგაძეზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური