შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა უკრაინაში საახალწლოდ “დროებით ცეცხლის შეწყვეტა”, უკრაინის გენშტაბში ჟურნალისტებს უპასუხეს, რომ არავითარი საშობაო ზავი არ არის მოსალოდნელი.
კონკრეტულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოლექს გრომოვმა განაცხადა, რომ “უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციის ჯარები დატოვებენ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებს”.
„მჯერა, რომ ჩვენი მხრიდან ცეცხლი სრულად შეწყდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენს მიწაზე არც ერთი ოკუპანტი არ დარჩება“, – ამბობს გრომოვი.