მთავარისიახლეებივიშიმშილებ სანამ მყარ გარანტიებს არ მივიღებ საკუთარ პროცესზე ონლაინ ჩართვაზე მაინც -...

ვიშიმშილებ სანამ მყარ გარანტიებს არ მივიღებ საკუთარ პროცესზე ონლაინ ჩართვაზე მაინც – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მედიასთან მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა სადაც ის ამბობს, რომ აცნობიერებს ყველა რისკს მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის გათვალისწინებით და იშიმშილებს მანამ, სანამ მყარ გარანტიებს არ მიიღებს, რომ ონლაინ მაინც ჩართონ პროცესზე.

“დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს, ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა. ამიტომ იძულებული ვარ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეო ლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს”, – წაიკითხა წერილი შალვა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი დისტანციურადაც არ ჩართეს. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი, ნიკა აბრამიშვილი ამბობს, რომ უწყებას ამ ეტაპზე კლინიკა “ვივა მედში” არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები.

საქმე ეხება მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შუამდგომლობის განხილვას. სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ საქალაქო სასამართლო მზად იყო მიხეილ სააკაშვილი სხდომაზე დისტანციურად ჩაერთოთ, მზადყოფნა გამოთქვა კლინიკა “ვივა მედმაც”.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...