მთავარისიახლეებითუ ეს დამოკიდებულებაა, თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრისმომცემი სტატუსი - კალაძე ევროპარლამენტარების კრიტიკაზე

თუ ეს დამოკიდებულებაა, თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრისმომცემი სტატუსი – კალაძე ევროპარლამენტარების კრიტიკაზე

Published on

მერი კალაძე ევროპარლამენტარების კრიტიკას “საოცარ განცხადებებს” უწოდებს და ამბობს, რომ თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება “კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულზეა” [მიხეილ სააკაშვილის საქმე] დამოკიდებული, მაშინ ევროპამ “თავისთვის დაიტოვოს არაფრისმომცემი სტატუსი”.

“საოცარი განცხადებები ისმის. საერთოდ მაშინ რა საჭირო იყო იმ 12 პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა და ზოგადად მაშინ რა საჭიროა მისი შესრულება ხო? თუ ეს კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ, სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც მაშინ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს კი ყოველთვის გავაკეთებთ “- განაცხადა კახა კალაძემ.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას” მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და რაც შეიძლება სწრაფად მისცენ მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.

ევროპელი დეპუტატები ღიად ამბობენ, რომ ქვეყანა დაშორდა დემოკრატიას და სახელმწიფო ოლიგარქ ივანიშვილს აქვს მიტაცებული.

გუშინდელ სხდომაზე, თითქმის ყველა გამომსვლელმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტისთვის სათანადო მკურნალობის უფლების შეზღუდვა და მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა – თუ გააგრძელებენ სააკაშვილის წამებას, საქართველო ვერასდროს შევა ევროკავშირში – ასეთია გზავნილები ევროპარლამენტიდან.

სიახლეები

ხაზარაძე- თუ არ გავალთ არჩევნებზე, ივანიშვილი მსოფლიოს თვალში ლეგიტიმაციას მიიღებს

თუ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიცია, ერთიანი ძალებით არ ვიბრძოლებთ და უბრძოლველად...

ზელენსკი- პუტინი და ჩვენ სათამაშო მოედანზე მყოფი ბავშვები არ ვართ, ის მკვლელია

საქმე პრეზიდენტ ტრამპში არაა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აქ არაა, და ათასობით მილის დაშორებითაა, ვერ...

სამეგრელოს პოლიციამ დიდი ოდენობით „მეთადონი“ და „მარიხუანა“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად...

უკრაინას საკუთარი ბალისტიკური, შორსმფრენი რაკეტები ექნება

უკრაინა მალე ეროვნული წარმოების ბალისტიკური რაკეტებით იქნება აღჭურვილი – რაკეტამ მაისში წარმატებული გამოცდები უკვე...