მთავარისიახლეებიმივმართავ ხელისუფლებასა და სასამართლოს, გონს მოეგეთ, არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლით თამაში |...

მივმართავ ხელისუფლებასა და სასამართლოს, გონს მოეგეთ, არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლით თამაში | დავით სააკაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, საქალაქო სასამართლოს ეზოში კომენტარი გააკეთა მესამე პრეზიდენტის ძმამ, დავით სააკაშვილმა.

დავით სააკაშვილმა თქვა, რომ დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხალხს არ ანახებენ და ის სიკვდილამდე მიზანმიმართულად მიყავთ.

“მიშა სრულიად ჯანმრთელი შევიდა საპატიმროში და მივიღეთ რა? ამდენი კილოგრამი აქვს დაკლებული, ვერ გადაადგილება. ეს არის ჩვენი მოქალაქის, საქართველოს შვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობა. მინდა, მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებას, რომელთანაც გარკვეული პერიოდი მეც მაკავშირებდა საქმიანობა, გონს მოეგეთ, არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლით თამაში და ყველას ყველაფერი ბუმერანგივით დაუბრუნდება. არ შეიძლება ასე მოქცევა”,- ამბობს დავით სააკაშვილი.

საქალაქო სასამართლოს ეზოში ამ დრომდე რჩებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.

სხდომა 22 დეკემბრისთვის გადაიდო.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...