მთავარისიახლეებიEU-ს ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას, განბლოკონ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი

EU-ს ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას, განბლოკონ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი

Published on

ევროკავშირის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას განბლოკონ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უნგრეთი დათანხმდა მოხსნას თავისი ვეტო ფინანსური ჯარიმების შემცრიების სანაცვლოდ.

მანამდე უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა მიეღოთ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი. გადაწყვეტილების მისაღებად 27-ვე ქვეყნის თანხმობა იყო საჭირო.

უნგრეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის შეთანხმება ორშაბათს, 12 დეკემბერს შედგა. ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაამტკიცებენ უნგრეთის 5.8 მილიარდ ევროს ოდენობის გეგმას პოსტპანდემიური აღდგენისთვის, თუმცა ეს მოხდება მას შემდეგ, რაც უნგრეთი შესაბამის პირობებს დააკმაყოფილებს.

ელჩები ასევე შეთანხმდნენ უნგრეთისთვის გამოყოფილი ევროკავშირის ბიუჯეტის 6,3 მილიარდი ევროს შეჩერებაზე. მანამდე, ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, უნდა შეჩერებულიყო 7.5 მილიარდი ევროს დახმარება.

დეკემბრის დასაწყისში ევროკომისია უნგრეთისთვის 13 მილიარდი ევროს დაფინანსებას ითხოვდა. ევროკომისიას უნგრეთის დაფინანსება ორი მიმართულებით ჰქონდა – 5.8 მილიარდი ევრო გამოყოფილი იყო პოსტპანდემიური აღდგენის გეგმისთვის. 7.5 მილიარდი ევროს კი ქვეყანა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად იღებდა. ევროკომისიის მხრიდან თანხების გაყინვის გადაწყვეტილება გამოიწვია იმან, რომ უნგრეთის მთავრობამ ვერ შეძლო სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, მათ შორის ვერც სასამართლო რეფორმების.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...