მთავარისიახლეებიკრიტიკის შემდეგ, მთავრობა ამბობს, რომ უკრაინაში გენერატორებს გაგზავნის

კრიტიკის შემდეგ, მთავრობა ამბობს, რომ უკრაინაში გენერატორებს გაგზავნის

Published on

კრიტიკის შემდეგ საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ უკრაინაში გენერატორებს გაგზავნის. მთავრობა ამბობს, რომ გენერატორებს შეისყიდიან, თუმცა რამდენს, ჯერ უცნობია.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე ამბობს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს მთავრობა “არასდროს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს”.

“როგორც მოგეხსენებათ, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინის მოსახლეობას და მაქსიმალურად ცილობდა, ყველანაირად დახმარებოდა მათ.

ამის დასტურია ის, რომ საქართველო პირველ ადგილზე რჩება იმ ქვეყნებს შორის, ვინც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ამ სახელმწიფოს. მინდა აუცილებლად აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელსაც სახელმწიფო დღეს აგრძელებს”, – თქვა მან.

გენერატორებს ეკონომიკის სამინისტრო შეისყიდის.

ცნობისთვის, 6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ ერთი თვის წინ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვეს ენერგეტიკულ სფეროში დახმარება, გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით, თუმცა დადებითი პასუხი არ მიუღიათ. “ქართული ოცნების” მხრიდან კასიანოვის განცხადებებს კრიტიკა მოჰყვა, მმართველი გუნდის წევრებმა თქვეს, რომ მისი მიზანია საქართველო სამხედრო კონფლიქტში მხარედ დაფიქსირდეს.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...