მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ომის 287-ე დღეს - სად რა ხდება უკრაინაში

რა უნდა ვიცოდეთ ომის 287-ე დღეს – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიის ოლქის ორ დასახლებულ პუნქტს შეუტიეს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ოკუპანტებმა ოლქს ირანული დრონებითა და С-300 ტიპის რაკეტებით შეუტიეს. დაინგრა ორი სახლი, 8 კი დაზიანდა. ჭრილობები მიიღო სამმა მოქალაქემ, მათ შორის ერთი 15 წლის გოგონაა. მეორე დასახლებაში ერთი სახლი დაინგრა და 10 დაზიანდა, მაგრამ მოსახლეობა არ დაზარალებულა.

რუსეთის არმიამ დნეპროპეტროვსკის ოლქსაც შეუტია. ღამის განმავლობაში უკრაინელებმა ამ ოლქში 8 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, წინასწარი ინფორმაციით, Shahed-136-ები. “მარგანეცკისა და ნიკოპოლის დასახლებებს ოკუპანტებმა “ურაგანიდან” შვიდჯერ ესროლეს, საცხოვრებელი სახლები დაზიანებულია”, – წერს ოლქის რწმუნებული.

აშშ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ხარკოვის ოლქში, რომელიც ჯერაც რჩება რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ. რუსეთის არმია ცდილობს წინ წაწევას და ბახმუტის ალყაში მოქცევას, თუმცა, მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ აღწევს. ISW ექსპერტები წერენ, რომ რუსეთმა, ფაქტობრივად, დაადასტურა უკრაინელთა კონტროლქვეშ დასახლება კისლოვკის გადასვლა.

ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში გამოაცხადეს ტერიტორიული თავდაცვის ჯგუფების შექმნის შესახებ, თითქოსდა უკრაინის მხრიდან სახმელეთო დარტყმების პრევენციისთვის. ISW წერს, რომ “სპეცოპერაციის” შესახებ რეკლამები მოსკოვშიც მრავლად გამოჩნდა, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი იმისთვის, რათა რუსეთის მოქალაქეები მობილიზაციის მეორე ტალღის აუცილებლობაში დაარწმუნოს.

აშშ კონგრესმა 2023 წლისთვის ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი შეათანხმა, ის თითქმის 58 მილიარდი აშშ დოლარია. ბიუჯეტში ჩადებულია 6 მილიარდი “რუსეთის შესაკავებლად ევროპაში” და დამატებით, 800 მილიონი დოლარის მხარდაჭერა უკრაინისთვის.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...