კიევო-პეჩორის ლავრა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა

0
232

კიევო-პეჩორის ლავრა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. უკრაინული მედიის ცნობით, ლავრიდან გამოუშვეს პრორუსი მღვდლები დხა ის ოფიციალურად, უკრაინის ეკლესიის შემადგენლობაში დაარეგისტრირეს.

კიევის წმინდა მიძინების კიევო-პეჩორის ლავრაში, კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და რივნის რეგიონში, სარნენსკო-პოლისკის ეპარქიის შენობაში საგამოძიებო მოქმედებები 23 ნოემბერს დასრულდა.

აღმოჩენილია პრორუსული ლიტერატურა, რომელიც გამოიყენება სემინარიებსა და სამრევლო სკოლებში სწავლის დროს, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის; ნაღდი ფული 2 მილიონზე მეტი გრივნა, 100 ათას დოლარზე მეტი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, შემოწმდა 350-ზე მეტი ეკლესიის შენობა და 850 ადამიანი. 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა პოლიგრაფული ტესტი. მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ობიექტების ტერიტორიაზე.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან
შემდეგი სტატიაოზურგეთში, 84 წლის ქალი, საკუთარ საწოლში ყელზე მრავლობითი დაზიანებებით იპოვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური