რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს

0
212

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი კიდევ ერთხელ დაბომბეს, რის შედეგადაც 56 წლის კაცი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ირკვევა, რომ რუსებმა იერიში ქალაქ ნიკოპოლზე მიიტანეს. დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა და ელექტორგადამცემი ხაზები. ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ ბინებს და 1 პირი სწორედ ამ დროს დაშავდა.

ცნობისთვის, გუშინ ღამით რუსეთის ჯარებმა რვაჯერ დაბომბეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი, მსხვერპლი და დაშავებულები კი არ ყოფილა.

წინა სტატიაპარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაუგზავნა
შემდეგი სტატია2021-2022 სასწავლო წელს სკოლა 8 846-მა მოსწავლემ მიატოვა – საქსტატი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური