მთავარისიახლეებიჯიშკარიანი: პროფესორი კობის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია ესაჭიროება

ჯიშკარიანი: პროფესორი კობის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია ესაჭიროება

Published on

ცენტრ “ემპათიას” დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც საზოგადოებას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მომზადებული დასკვნა გააცნო, აღნიშნა, რომ ნობელიანტი ექიმის ჯეიმს კობის განმარტებით, მესამე პრეზიდენტს რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება.

“ჩვენი საერთაშორისო კოლეგების, პროფესორი კობის განმარტებით, მას [მიხეილ სააკაშვილს] ესაჭიროება რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია, ვინაიდან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ მდგომარეობა არის მძიმე და სავალალო, ეს დავთვალეთ, დაახლოებით 4 ოპერაციაზეა საუბარი”,- ამბობს ჯიშკარიანი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმეთვიანი მოკვლევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საექსპერტო დასკვნა მომზადდა. ცენტრ “ემპათიას” მედიკოსებისა და უცხოელი ექსპერტების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მთავარი რეკომენდაცია მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებაა, რადგან მისი ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა პატიმრობასთან შეუთავსებელია.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...