მთავარისიახლეები"გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან" - არესტოვიჩი მიხეილ სააკაშვილზე

“გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან” – არესტოვიჩი მიხეილ სააკაშვილზე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მდგომარეობას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი ეხმაურება და ამბობს რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ის ნელი სიკვდილით მოკლას.

არესტოვიჩი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის ნებართვა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი აზრით, ფატალური შედეგი დადგება.

“მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ის თავად ჩავიდა საქართველოში და საკუთარი ნებით ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. მისი მოკვლის ეშინიათ, გაშვებისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან. მით უმეტეს, რომ ამის დამტკიცება ძალიან რთული იქნება. ისინი ახლაც ამბობენ, რომ ყველანაირად ცდილობენ, მაგრამ მან თავად მიიყენა დაზიანებები.

სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის ერთად აღებულს.

არ ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას. რამე რომ გავაკეთოთ, მერე იტყვიან, რომ სუვერენული ქვეყნის საქმეებში ვერევით. მე არ ვიცი, შეუძლია თუ არა ამ სიტუაციაზე ზემოქმედება პრეზიდენტ ზელენსკის, ეს მისი გადასაწყვეტია. მე ჩავერეოდი და შევთავაზებდი საქართველოს მთავრობას, რომ სააკაშვილი მესამე ქვეყანას გადასცენ, ავსტრიას მაგალითად, სადაც იმკურნალებდა. იმიტომ რომ, არა მგონია, საქართველოს მთავრობას უნდოდეს, რომ მთელმა მსოფლიომ ისინი ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობაში დაადანაშაულოს. თუ ეს მოხდა, ისინი ამ დანაშაულს ვერასდროს ჩამოირეცხავენ”,- ამბობს არესტოვიჩი ფეიგინის ლაივის ეთერში საუბრისას.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...