მთავარისიახლეებისაზოგადოება"მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება" - ნიკა...

“მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება” – ნიკა მელია

Published on

“მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია წერს.

მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე ერთიანობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

რატომღაც, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრების ნაწილი კვლავაც განკერძოებულად ცდილობს ნაბიჯების გადადგმას, რაც არ ემსახურება არც საერთო მიზნის ირგვლივ კონსოლიდაციას და შესაბამისად – არც შედეგს.

სრულიად ვიზიარებ და ვიზიარებდი მიხეილ სააკაშვილისა და მისი უფლებადამცველების პოზიციას სასამართლო გადაწყვეტილებამდე პროცესის დეპოლიტიზაციის თაობაზე.

ამ ეტაპზე, როგორც ჩვენი, ისე უფლებადამცველებისა და ოჯახის წევრების მთავარი საზრუნავი იყო და არის სასამართლოში შუამდგომლობის დროულად შეტანა, საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება და ჩართვა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის პროცესში.

ვიტოვებ იმედს, რომ მოსამართლე გამოიტანს ჰუმანურ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ მითქვამს, როგორც ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყება სწორედ სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ, რადგან უკანონობას და უსამართლობას არ/ვერ შევეგუებით და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება.

მანამდე კი, ერთიანი ნაციონლაური მოძრაობის სახელით ვაცხადებ, რომ ვიქნებით ყველგან, სადაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვენ.

მსურს კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას ერთობის უდიდესი მნიშვნელობა – ძალა ერთობაშია, – წერს მელია.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...