მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - გიული ალასანია ევროკავშირის ელჩის მოადგილეს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – გიული ალასანია ევროკავშირის ელჩის მოადგილეს შეხვდა

Published on

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, გიორგი ჩალაძე და თაკო ჩარკვიანი ელჩის მოადგილეს შეხვდნენ. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც გიული ალასანიამ “მთავარ არხთან” თქვა, საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას:

“თანამდებობის პირი, რომელსაც არაერთხელ შევხვედრილვართ, რომელიც ინტერესს იჩენს ჩვენი ქვეყნის მიმართ. კონკრეტულად ჩემი შვილის საკითხი აინტერესებდა ამჯერად – რა მძიმე მდგომარეობაა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ახლა რა ხდება, რა მდგომარეობაშია, რა პერსპექტივას ვხედავთ, სად შეუძლიათ რომ დაგვეხმარონ. განვიხილეთ ის ბერკეტები, რა შესაძლებლობები აქვს ევროკავშირს, როგორ შეუძლიათ დაგვეხმარონ, ამაზე იყო ლაპარაკი”, – თქვა გიული ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა – ამაზე საუბრობენ როგორც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები და თანაპარტიელები, ისე სახალხო დამცველი. მან მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 28 ნოემბერს მოინახულა.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...