აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს – Reuters

0
207

პენტაგონი განიხილავს ბოინგის წინადადებას უკრაინას მიაწოდოს იაფი, მცირე სიზუსტის ბომბები, რომლებიც დამონტაჟებული იქნება რაკეტებზე. აღნიშნული კიევს საშუალებას მისცემს დაარტყას რუსეთის სამხედრო სამიზნეებს, რომლებიც მათთვის მიუწვდომელია, ასევე მას დაეხმარება გააგრძელოს კონტრშეტევები. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია წერს, რომ აშშ-სა და მოკავშირეების სამხედრო მარაგი მცრიდება, ომის გაგრძელების პარალელურად კი უკრაინას უფრო და უფრო დახვეწილი იარაღი სჭირდება.

გამოცემის წყაროები აღნშნავენ, რომ Boeing-ის შემოთავაზებული სისტემა, სახელწოდებით Ground-Launched Small Diameter Bomb (GLSDB), არის ერთ-ერთი დაახლოებით ნახევარი ათეული გეგმიდან ახალი საბრძოლო მასალის წარმოებაში უკრაინისა და ამერიკის აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეებისთვის.

მედიის ცნობით, სისტემის მიწოდება შესაძლებელი იქნება 2023 წლის გაზაფხულზე. იგი აერთიანებს GBU-39 მცირე დიამეტრის ბომბს (SDB) M26 სარაკეტო ძრავასთან

წინა სტატიაუმრავლესობიდან ვინმე რომ შევიდეს მიხეილ სააკაშვილთან, დარწმუნდებიან რა რთული ვითარება – ლომჯარია
შემდეგი სტატიათბილისიდან მომავალი რიტორიკა, სულ უფრო უარესდება და ანტიამერიკული ხდება – კრამერი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური