მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის ციხეში მოიწამლა

მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის ციხეში მოიწამლა

Published on

მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის ციხეში მოიწამლა. ეჭვებს საერთაშორისო ტოქსიკოლოგების ვარაუდი ამყარებს.

მესამე პრეზიდენტის სავარაუდო მოწამვლის ფაქტიდან მინიმუმ 6 თვე უკვე გავიდა. ეს ის პერიოდია, როცა სააკაშვილი ციხიდან “ვივა-მედში” გადაიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში ახლა მძიმე მეტალებისა და არასასურველი ნივთიერებების აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, დღეს რომ ექსპერტიზა ჩატარდეს ტოქსიკოლოგები ვერაფერს აღმოაჩენენ.

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილის უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს და მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი.

მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი, დღესვე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ვინაიდან მისი სიციცხლე საქართველოს ციხეთა სისტემაში არის საფრთხის ქვეშ. მე ვსმჯელობ ფაქტებით და ამ ფაქტებით მდგომარეობა ასეთია, რომ კლინიკური სურათი იძლევა ინტოქსიკაციის დიდ ალბათობას და რაც შეეხება დასკვნას, თმის ღერში აღმოჩენილია სამი მძიმე მეტალი, – თქვა ჯიშკარიანმა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...