დღეს “ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილთან სამხარაულიდან ექსპერტები შევლენ

0
178

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ დღეს, 24 ნომებერს 15:00 საათზე კლინიკა “ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილთან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სპეციალისტები შევლენ.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მოინახულებენ.
ცნობისთვის, შალვა ხაჭაპურიძემ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი დატოვა. ის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას ითხოვს, რათა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნოს.

მიხილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პრეზიდენტთან აუდიენციას ითხოვენ მედიკოსებიც. მათ შესაბამისი წერილი ადმინისტრაციაში დღეს დატოვეს.

წინა სტატიათბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 6 პირი
შემდეგი სტატია“ეს არის სწორი გზა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით არსებობს” – ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური