მთავარისიახლეებისაზოგადოება,,რუსული ოცნების" პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე - ნიკა მელია

,,რუსული ოცნების” პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე – ნიკა მელია

Published on

ეს არის დღე, როცა სრულიად უპერსპექტივო ქვეყანა იდეით განმსჭვალულმა ადამიანებმა ამბიციურ სახელმწიფოდ აქციეს – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ საქართველოს გიორგობა და ვარდების რევოლუციის მე-19-ე წლისთავი მიულოცა.

ნიკა მელია ვიდეომიმართვაში საქართველოს განვითარებაში მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ღვაწლზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ,,მიშა არის პუტინის პირადი ტყვე”.

დღეს 23 ნოემბერია, გიორგობა, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების, ბოროტების ძლევის დღე. დღეს ასევე ვარდების რევოლუციიდან 19 წელი გავიდა. დღიდან, როცა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ უძრავობა და კორუფციულ ჭაობში ჩაფლული სახელმწიფო მოძრაობისა და განვითარების სურვილით შეცვალა.

ეს არის ის დღე, როცა უბრალოდ ტერიტორიად ქცეული ქვეყანა, სადაც კრიმინალების თარეში, კორუფცია და სრული უპერსპექტივობა იყო, იდეით განმსჭვალულმა ადამიანებმა ამბიციურ სახელმწიფოდ აქციეს. ქართულ რეფორმებზე ალაპარაკდა მსოფლიო. მისამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა. სწორედ ეს არ აპატია მას რუსული იმპერიალიზმით განმსჭვალულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ.

სწორედ ამიტომ ,,რუსული ოცნების” პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე.

2002 წელს იყო სიბნელე და ჩვენ ყველას გვახსოვს ეს მტკივნეული პერიოდი. ახლაც ცდილობს ხელისუფლება, დაგვტოვოს ისტორიის ბნელ მხარეს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო ახლოსაა განთიადი. გაგვიმარჯვია ჩვენ ღირსებითა და სიმართლით და კვლავაც გავიმარჯვებთ.

არ არსებობს გამარჯვებისკენ მიმავალი მოკლე, ან გრძელი გზა. არსებობს მხოლოდ ღირსეული გზა და ღირსეული გამარჯვება.

გილოცავთ 23 ნოემბერს! – ამბობს თავის მიმართვაში ნიკა მელია.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...