8 წლის ბავშვის მიმართ სავარაუდო გარყვნილი ქმედებისთვის სამეგრელოში, დაკავებულია არასრულწლოვნის ბიძა

0
191

სამეგრელოში,კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 8 წლის გოგოს მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 28 წლის მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანის ბიძაა. როგორც ოჯახის წევრს, მას ბავშვთან ხშირი კომუნიკაციისა და მარტო დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდა.

ამ დროისთვის გამოკითხულია ბავშვი დედასთან ერთად. არასრულწლოვანს ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა პასუხი ჯერ არ არის ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი არასრულწლოვანის ვიზუალური დათვალიერებებისა და ჩვენებების ერთობლიობის საფუძველზეა დაკავებული.

წინა სტატია,,რუსული ოცნების” პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე – ნიკა მელია
შემდეგი სტატიასააკაშვილის გათავისუფლების კამპანია და დიდი პროტესტი რუსთაველზე – გიორგი მუმლაძის გეგმა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური