მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის ოფიციალური პირები არ მიიწვიეს

0
221

რუსეთი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ მიიწვიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კონფერენციის თავმჯდომარე, კრისტოფენ ჰეუსგენი ტვიტერზე წერს.

მისივე თქმით, მათ რუსეთის მომავალზე საუბარი რუსული ოპოზიციის ლიდერებთან და რუსეთის ხელისუფლებისგან, პოლიტიკურად დევნილი პირებისგან სურთ.

“რუსი ოფიციალური პირები მოწვეულები არ არიან მიუნხენის უსაფრთხოების 2023 წლის კონფერენციაზე. ჩვენ არ მივცემთ მათ პლატფორმას საკუთარი პროპაგანდისთვის. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთის მომავალი განვიხილოთ რუსული ოპოზიციის ლიდერებთან და გადასახლებულებთან ერთად – მათი ხმა უნდა ისმოდეს და ძლიერდებოდეს,” – წერს გერმანელი დიპლომატი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2023 წლის 17 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. კონფერენციის ფარგლებში განსახილველი ერთ-ერთ მთავარი თემა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი იქნება უკრაინის წინააღმდეგ.

წინა სტატიადასკვნის შემდეგ მოვითხოვთ ზურაბიშვილთან შეხვედრას – ხაჭაპურიძე
შემდეგი სტატიაარავის სურს არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არცერთი პატიმრის სიკვდილი – კალაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური