მთავარისიახლეებისაზოგადოებამე ვარ სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში -...

მე ვარ სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში – სალომე ზურაბიშვილი

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ისაუბრა. ზურაბიშვილმა ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე თქვა, რომ მას ჯერჯერობით ამის უფლება არ აქვს, რადგან საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოტანილი არ არის, თუმცა იქვე ისაუბრა თავის პოზიციაზეც და თქვა, რომ მისი მხრიდან შიხეილ სააკაშვილის შეწყალება ქვეყანაში დამატებით პოლარიზაციას გამოიწვევს.

მისივე თქმით, მას არ სურს მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი და გადაწყვეტილება მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს.

“მიხეილ სააკაშვილის შეწყალების უფლება არ მაქვს, რადგან სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ის ამ დრომდე გრძელდება. საქართველოს კანონმდებლობით შეწყალება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება რაც სასამართლო საქმის წარმოება დასრულდება. მე რამდენჯერმე ავხსენი თუ რატომ არ ვიწყალებ, რადგან აქ პოლარიზაციის ფაქტორია. საქართველოში პრაქტიკულად არ არის ოჯახი, რომელსაც არ განუცდია მსგავსი ტიპის ავტოკრატიული რეჟიმი, ამიტომ არ ვთვლი, რომ მე უნდა გავხდე დამატებით პოლარიზაციის ინსტრუმენტი, მაგრამ ამავდროულად, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან განიცადოს გამოუსწორებელი შედეგები.

ამიტომ, მე ყურადღებით ვაკვირდები ინფორმაციას, დღეს ველოდი საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნას, თუმცა ის ჯერ არ გამოქვეყნებულა. მე საჯაროდ ვამბობდი, რომ ვფიქრობ, დამატებითი მკურნალობის მისაღებად ის უნდა იყოს ექსტრადირებული, არ ვიცი რა არის ზუსტი ტერმინი, ის 6 თვეა კლინიკაშია. [საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა] ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ უნდა მიიღოს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...