მთავარისიახლეებისაზოგადოება"ვივამედში" თავისი ფეხით შევიდა და დღესდღეობით გადაადგილების უნარიც არ აქვს - გიორგი...

“ვივამედში” თავისი ფეხით შევიდა და დღესდღეობით გადაადგილების უნარიც არ აქვს – გიორგი სააკაშვილი

Published on

თავრობის კანცელარიასთან ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს,სადაც მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.

მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზები საფუძველია იმისა, რომ მესამე პრეზიდენტი დაუყონებლივ იქნას გადაყვანილი უცხოეთში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

“მთავარი მოთხოვნაა რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი საზღვარგარეთ შესაბამის სამკურნალო კლინიკაში გაშვება, რაც ითვალისწინებს ხანგრძივ რეაბილიტაციის კურსს. ვინაიდან ადგილზე ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა და დღითიდღე უარესდება. გავიხსენოთ, რომ “ვივამედში” შევიდა თავისი ფეხით და დღესდღეობით გადაადგილების უნარიც არ აქვს. ადამიანი იღუპება პირდაპირი გაგებით. ერთადერთი გამოსავალი – მოხდეს საზღვარგარეთ მისი გადაყვანა”,- ამბობს გიორგი საააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით კანცელარიასთან აქცია იმართება. აქციაზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, მედიკოსები, მისი მხარდამჭერები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...