„თავისუფლება მიშას“ – თბილისში აქცია მიმდინარეობს

0
249

მთავრობის ადმინისტრაციასთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია -„თავისუფლება მიშას“ მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილს ოჯახის წევრები, სხვადასხვა პარტიის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები.

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, დღევანდელი აქცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად იმართება.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებულია პოლიცია.

წინა სტატია“მტკიცებულებებს სასამართლოში წარვადგენთ” – ადვოკატი სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე
შემდეგი სტატია“ვივამედში” თავისი ფეხით შევიდა და დღესდღეობით გადაადგილების უნარიც არ აქვს – გიორგი სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური