მთავარისიახლეებისაზოგადოებაკახეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლამდე ახალგგაზრდას ყელი გამოჭრეს

კახეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლამდე ახალგგაზრდას ყელი გამოჭრეს

Published on

კახეთში მოკლულია 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი. შემთხვევა გვიან ღამით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოხდა. მოკლული სოფელ ენისელში ცხოვრობდა.

წარსულში ნასამართლევმა 37 წლის კაცმა ახალგაზრდა კაცი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყელის არეში დანით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

მძიმე დაზიანებები აქვს თავად 37 წლის კაცსაც. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...