რესპუბლიკელებმა მოიპოვეს 218 ადგილი, რომელიც საჭიროა კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად, შუალედური არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ.
კევინ მაკკარტიმ, რესპუბლიკელების პალატის ლიდერმა, შედეგი იზეიმა და თქვა, რომ “პალატა ოფიციალურად შეიცვალა”. მაგრამ დემოკრატები შეინარჩუნებენ კონტროლს ზედა პალატაზე – სენატზე.
ახალი კონგრესი იანვარში შეიკრიბება.
რესპუბლიკელები იმედოვნებდნენ, რომ ორივე პალატაზე კონტროლი ექნებოდათ, თუმცა შედეგები საკმარისი არ აღმოჩნდა.
CBS-ის ცნობით, რესპუბლიკური პარტია ახლა სავარაუდოდ მიიღებს 218-223 ადგილს 435 ადგილიან პალატაში.
კენჭისყრის შედეგების დათვლა ისევ გრძელდება.