მთავარისიახლეებიმთავრობა მიიჩნევს რომ უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო რუსეთთან, მე არ ვიზიარებ ამ...

მთავრობა მიიჩნევს რომ უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო რუსეთთან, მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს

Published on

საქართველო-უკრაინის ურთიერთობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედია France inter-თან ისაუბრა.

ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა: “ომის დაწყებიდან 8 თვენახევრის შემდეგ გვიჭირს გავიგოთ რომელ მხარესაა საქართველო, ისევ უკრაინის მხარეს, თუ რუსეთისგან არც თუ ისე შორს”.

“სრულად უკრაინის გვერდით”- უპასუხა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, “ამაზე ეჭვი არ არსებობს, ნებისმიერ დროს, როდესაც ამის საჭიროება არის, ხალხი გამოდის ქუჩაში”.

ამის შემდგომ ჟურნალისტი ზურაბიშვილს ჩაეკითხა და მას მთავრობის პოზიციაზე ჰკითხა:

“დიახ, ვიმეორებ, რომ მოსახლეობის პოზიცია სრულიად ნაკარნახევია იმ ფაქტით, რომ საქართველო, ბოლო პერიოდებში, რუსეთის მიერ სამჯერ იყო დაპყრობილი და დღეს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამაზე კითხვის ნიშანი არ ისმის. ეხლა რაც შეეხება მთავრობას, ის ცდილობს იყოს ფრთხილი, ჩემზე უფრო ფრთხილი, უკრაინის მიმართ ჩემს მხარდაჭერაში მე ძალიან ექსპრესიული ვარ!”, – თქვა ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, ჟურნალისტმა ზურაბიშვილს მთავრობის მხრიდან მის მიმართ კრიტიკაზე ჰკითხა: “ეს მთავრობა ძალიან შორს წავიდა. ამ ზაფხულს თქვენ ხალხის მტერი გიწოდეს… ივლისის შუა რიცხვებში”

ზურაბიშვილმა კი ამაზე პასუხად თქვა, რომ მისი და მთავრობის წარმომადგენლების განცხადებების რიტორიკას შორის განსხვავებები ნამდვილად არის, თუმცა მისი სიტყვებით, ის იზიარებს მთავრობის იდეას, რომ “სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ახალი ხაზი არ გაავლოს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შორის”.

“ამ ტერმინით არა, ეს ჩემამდე მოვიდოდა. ამ ტერმინით არა, მაგრამ ცხადია არის განსხვავება ჩემს და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს და ეს მისი გადაწყვეტილებაა რომ, უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რომ არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა. მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს, მაგრამ ვიზიარებ იდეას, რომ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ახალი ხაზი არ გაავლოს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შორის. რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ხვალ, უკრაინაში დამარცხების შემდეგ, რაც მისთვის დამამცირებელი იქნება, საქართველოში იგი საკუთარი უმწიკლოების აღდგენას შეძლებს. გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენ ერთ კალათაში ვართ, და ის რაც ეხება უკრაინას სოლიდარობის და მხარდაჭერის კუთხით, უნდა შეეხოს ხვალ საქართველოსაც”, – თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...