ხერსონის რაიონში რუსულმა ჯარმა დატოვა იგივე სისასტიკე, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა რაიონებში – ზელენსკი

0
186

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეო მიმართვით მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ გათავისუფლებულ ხერსონის რეგიორნში მდგომარეობა ისევ ძალიან საშიშია. მისი თქმით, ტერიტორია პირველ რიგში ნაღმებისგან იწმინდება, რა დროსაც ერთი მესანგრე დაიღუპა, 4 კი დაშავდა.

“მოვუწოდებ ხერსონის ყველა მაცხოვრებელს, გამოიჩინონ სიფრთხილე და სასწრაფოდ შეატყობინონ მაშველებს ყველა საშიში ობიექტის შესახებ.

ასევე გრძელდება ამ ტერიტორიაზე დარჩენილი რუსი ჯარისკაცებისა და დაქირავებულების დაკავება და დივერსანტების განეიტრალება.

გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს 400-ზე მეტი რუსული სამხედრო დანაშაული, ნაპოვნია როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პერსონალის ცხედრები.

ხერსონის რაიონში რუსულმა ჯარმა დატოვა იგივე სისასტიკე, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა რაიონებში, სადაც შესვლა შეძლო. ჩვენ ვიპოვით ყველა მკვლელს და პასუხისგებაში მივცემთ. ეჭვგარეშეა”, – თქვა ზელენსკიმ.

მისი განცხადებით, დონეცკის რეგიონში ბრძოლები ისეთივე ინტენსიურია, როგორც წინა დღეებში.

წინა სტატიანიკოლაევის ოლქის კიდევ ერთ გათავისუფლებულ ქალაქში მასობრივი საფლავები და წამების ოთახები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატია2022 წლის III კვარტალში საქართველოში რუსეთიდან 443 ათასზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა – საქსტატი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური